''მე სავარძელი არ მინდა - ხალხს არ ჰქონია პრეტენზია, ალბათ მაძღრები არიან’’ - ჯელალ ქიქავა

21 ოქტომბერი 2017, 00:00 6296 ნახვა

"მე სავარძელი არ მინდა - ხალხს არ ჰქონია პრეტენზია, ალბათ მაძღრები არიან. მე ხალხისთვის ვაპირებდი მოსვლას, თორემ თუ მოსახლეობას პროტესტის გრძნობა არ აქვს პოლიტიკოსები ერთმანეთს არ ვერჩით" - ეს განცხადება  ლეიბორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატმა „მთავართან“ გააკეთა.

ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლას მხოლოდ მოქალაქეების კეთილდღეობისთვის აპირებდა.

 ,,თუ მოსახლეობას პრეტენზია არ აქვს, რატომ უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს პრეტენზია. ჩვენ პოლიტიკოსებს პრეტენზია გვაქვს მაშინ, როდესაც მოსახლეობა შფოთავს და  წუხს. არცერთი ფაქტი მე არა მაქ ჯერ, არც პროცენტები და ფაქტები. იყო დარღვევები,  ჩვენმა დამკვირვებლებმაც ნახეს და აღიარეს ეს დარღვევები. , მაგრამ  მასიური გაყალბება, ისევ  არ ყოფილა. რადგან ეგზიტპოლის მიხედვით ‘’ქართული ოცნების’’ კანდიდატ კახი კალაძეს ამომრჩევლის  54 % -მა  მისცა ხმა, რა ლაშა კომახიძე  ვინმეზე ნაკლებია?  მას 55 % ექნება“, - ასეთი კომენტარი გააკეთა „მთავართან“  ლეიბორისტული პარტიის ბათუმის მერობის კანდიდატმა ჯელალ ქიქავამ,  ეგზიტპოლების გამოქვეყნების შედეგების  შემდეგ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში