''პატრიტთა ალიანსის'' წევრები ეგზიტპოლის შედეგებს უნდობლობას უცხადებენ

21 ოქტომბერი 2017, 00:00 3105 ნახვა

ეგზიტპოლის შედეგებს „პატრიოტთა ალიანსის“ შტაბში პარტიის წევრები ელოდნენ. ისინი შედეგებით უკმაყოფილოები არიან და გამოკითხვას უნდობლობას უცხადებენ. მათ იმედი აქვთ, რომ პარტია მეორე ადგილზე გავა. ''პატრიოტთა ალიანსის'' წარმომადგენლები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ელოდებიან.

თბილისსა და ქუთაისში პარტიამ 5% მიიღო. ამ შედეგით კი ''პატრიოტთა ალიანსი'' მეოთხე ადგილზეა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში