11% "ევროპული საქართველო", 54% "ქართული ოცნება" - ხულოს წინასწარი შედეგები

22 ოქტომბერი 2017, 00:00 2895 ნახვა

ხულოში 14 ათას 232-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და წინასწარი მონაცემებით ხმათა 60 %-ით მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, გოჩა მელაძეს ერგო. მას არჩევნებზე მისულმა 8 ათასამდე ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.  3 500-მდე ხმა დააგროვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა,რაც 26 % შეადგენს. 

დარჩენილ ორ პარტიას შორის ხმები ასე გადანაწილდა: 3, 37 %-ი "პატრიოტთა ალიანსი", 11 %-ი კი ევროპული საქართველოს კანდიდატებმა მიიღეს.

 
რაც შეეხება საკრებულოს, იგი 6 პარტიით დაკომპლექტდება.  
55%- ქართული ოცნება 
24%- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
5%-ი დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა
4, 71%-ი პატრიოტთა ალიანსმა 
4, 11 %-ი შენების მოძრაობა
11, 57 %-ი ევროპული საქართველო

საკრებულოშ ვერ მოხვდებიან "ლეიბორისტები", მათ ხმების 1, 47 % დააგროვეს. 

ხულოს 13 მაჟორიტარული ოლქი ასე გადანაწილდა: 

ერთი მანდატი - "ევროპულმა საქართევლო"

​ სამი მანდატი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 

ხოლო 9 ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარებმა მოიპოვეს ამომრჩევლის ნდობა. ​
 

ხულოს მუნიცპალიტეტში სულ ოთხი მერობის კანდიდატი, 8 პარტია და 13 მაჟორიტარი იბრძოდა. ​

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში