წინასწარი მონაცემებით ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გახდება

22 ოქტომბერი 2017, 00:00 3279 ნახვა

პირველადი მონაცემებით, ბათუმში არჩევნების მეორე ტური არ იქნება. ბათუმის 79-ე ოლქის მონაცემებით “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს’’ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ ხმათა 55,67% მიიღო. მეორე პოზიციაზეა ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენელი,  ლევან ანთაძემ 24, 19% დააგროვა.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიების სხვა კანდიდატებს. რამდენიმე მათგანმა ერთ პროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახა. შედეგები ასე გამოიყურება:

‘’ევროპული საქართველოს ბათუმის მერობის კანდიდატმა ხმათა  6,43% მოიპოვა. 6,16% აიღო ‘’საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა’’ თენგიზ თავდგირიძემ. ‘’ლეიბორისტული პარტიის’ ბათუმის მერობის კანდიდატ ჯელალ ქიქავას  კი 3,24% აქვს.

ბათუმის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძოდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში