თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი მონაცემები

22 ოქტომბერი 2017, 00:00 3092 ნახვა

კენჭისყრა დასრულებულია, შედეგები შეჯამების დრო დგება, ბოლო მონაცემებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 3 644 უბნიდან 2 263 უბნის შემაჯამებელია ოქმია შესული. მონაცემები პირდაპირ რეჟიმში იტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე, ასე რომ პერიოდულად იცვლება. ამ შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით პროპორციულ არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ლიდერობს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო.”

ასევე, პირველ ადგილზე არიან მმართველი პარტიის მერობის კანდიდატები თითქმის ყველგან. კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა მიიღო მონაწილეობა. რაც დაახლოებით 2 პროცენტით მეტია, ვიდრე 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაფიქსირდა. 

აჭარაში არჩევნებში მონაწილეობა  ამომრჩეველთა 45% - ანუ ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულ პირთა ნახევარზე უფრო ნაკლებმა მიიღო. 

306 ათას 861-დან უბნებზე ხმის მისაცემად 138 ათას 120 ამომრჩეველი მივიდა. მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე დაბალი აქტივობა ბათუმში - 36,37%, ყველაზე მაღალი კი ქედაში - 66,09%  დაფიქსირდა.

ამავე კატეგორიაში