ბათუმში 50 770 ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა

22 ოქტომბერი 2017, 00:00 2598 ნახვა

102-ვე უბანი დაითვალა ბათუმის 79-ე ოლქმა. ასევე ერთი სპეც.უბანი. ბათუმში  50 770 ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37 პროცენტია. ამომრჩეველთა 46-მა პროცენტმა პროპორციულ არჩევნებში ბათუმში ხმა მისცა “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს.” წინასწარი შედეგების მიხედვით ბათუმის 25 მანდატიან საკრებულოში, 19 დეპუტატი ქართული ოცნებიდან შევა.

მათ შორის 10 მაჟორიტარული სისტემით არჩეული კანდიდატი და 9 პროპორციულით. კიდევ სამმა პარტიამ გადალახა 4 პროცენტიანი ბარიერი, საკრებულოში 4 წევრს შეიყვანს “ნაციონალური მოძრაობა,” ერთს “პატრიოტთა ალიანსი” და ასევე ერთს “ევროპული საქართველო. ვინ იქნებიან ბათუმის საკრებულოს დეპუტატები, მომდევნო 4 წლის განმავლობაში? 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში