21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 45.65% შეადგინა

22 ოქტომბერი 2017, 00:00 2367 ნახვა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 45.65% შეადგინა. ცესკოს თავმჯდომარის შეფასებით ხმის დათვლის პროცესმა კანონის შესაბამისად ჩაიარა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა პროცესს თავისუფლად დაკვირვებოდნენ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მერის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში გაიმართება. მერების მეორე ტურის ჩატარების მაქსიმალური ვადა 15 ნოემბერია. ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში 309 საჩივარია შესული. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში