ეუთო არჩევნებს დადებითად აფასებს

22 ოქტომბერი 2017, 00:00 2005 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა ცოტა ხნის წინ ეუთოსა და ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიამაც. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიამ და კენჭისყრის დღემ ძირითადად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა საუბრობენ რამდენიმე შემთხვევაზე, მაგალითებად მოჰყავთ საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტები, ასევე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და დარღვევები საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობაში.

ეუთოს მისიის წარმომადგენლებმა მედიის მონიტორინგის შედეგებიც გაასაჯაროვეს, ასევე ისაუბრეს პარტიებისთვის შემოწირულობების გასაჯაროვების დაგვიანებაზე, თქვეს, რომ ეს პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა. 

ამავე კატეგორიაში