ხუთპარტიული საკრებულო ხულოში

23 ოქტომბერი 2017, 00:00 3029 ნახვა

არჩევნების მეორე ტურის ჩატარება არ გახდება საჭირო აჭარაში, ექვსივე მუნიციპალიტეტში ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთა. რეგიონი აქტივობით არ გამოირჩეოდა, თუმცა გამოირჩევა მრავალპარტიული საკრებულოებით. მათ შორის კი ყველაზე მეტი სუბიექტი ხულოს საკრებულოში იქნება წარმოდგენილი.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტი 7 პარტია შედის ფოთის საკრებულოში, აჭარის მასშტაბით კი მაღალმთიან ხულოში – ხუთპარტიულობის მიუხედავად 28 მანდატიან საკრებულოში 17 მმართველი პარტიიდან იქნება. ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 4 პროცენტიანი ბარიერი, “ნაციონალურ მოძრაობასთან,” “ევროპულ საქართველოსთან” და “პატრიოტთა ალიანსთან” ერთად ბლოკმა „დიმიტრი ლორთქიფანიძე - კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველომაც“ გადალახა. 

ამავე კატეგორიაში