საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების მიღების ვადა დღეს იწურება.

24 ოქტომბერი 2017, 00:00 3187 ნახვა

ბათუმის 79 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების მიღების ვადა დღეს, 18 საათზე იწურება. საჩივრებს ხვალ განიხილავენ. საარჩევნო ადმინისტრაციამ ნაწილზე უკვე იმსჯელა.

ამ დროისთვის, ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 19 საჩივარია შესული. 10 მათგანი დღის წესრიგიდან ვადების დარღვევის გამო მოიხსნა. 9 საჩივართან დაკავშირებით კი საუბნო კომისიის წევრებს დისციპლინური გადაცდენა დაუდგინდათ.

‘’საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’’  102-ე უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვდა, რასაც ოლქი არ დაეთანხმა. არასამთავრობო ორგანიზაციები გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში