რთველი ქედაში

24 ოქტომბერი 2017, 00:00 3409 ნახვა

ქედაში რთველი დაიწყო. ადგილობრივმა ფერმერებმა 18 ტონა ცოლიკაური "ტრადიცული კახური მეღვინეობის" ქარხანას უკვე ჩააბარეს, 10 ნოემბრიდან კი ჩხავერის მიღება დაიწყება. ქარხნის მენეჯერი აცხადებს, რომ წელს ერთ კილოგრამ ცოლიკაურში ქედელ ფერმერებს 2 ლარი გადაუხადეს, ჩხავერი კი 4 ლარი ეღირება.
 
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას მხოლოდ კახეთის რეგიონში ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში