ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი - შეფასებები

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2951 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს უცხადებს. ეს პარტიის პოლიტსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებაა, თუმცა პოლიტსაბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრისთვის მიუღებელია. მაგალითად სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ეს არის უარის თქმა ამომრჩეველზე. ნაციონალურ მოძრაობის ორ წევრს ქუთაისსა და მარტვილში შეეძლოთ მიეღოთ მეორე ტურში მონაწილეობა. პარტია სხვა ოპოზიურ სუბიექტებსაც მოუწოდებს უარი თქვან მეორე ტურში მონაწილეობაზე. 

ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასეს "ქართულ ოცნებაში". მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ოპონენტების მხრიდან კანდიდატების მოხსნა არჩევნებზე გავლენას ვერ მოახდენს და ამას ნაციონალური მოძრაობის ერთგვარი საბრძოლო ჟესტი უწოდეს, რადგან მათი თქმით, პარტიას მეორე ტურში გამარჯვების შანსი არ ჰქონდა. 

ამავე კატეგორიაში