ნაციონალური მოძრაობის ბოიკოტი

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2273 ნახვა

 იმის მიუხედავად, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, ცესკო-ს განმარტებით მათი კანდიდატების სახელები და გვარები ბიულეტენში მაინც მოხვდება, ანუ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიუხედავად, არჩევანის გაკეთება, ამომრჩეველს მაინც მმართველ პარტიასა და ამ ოპოზიციურ პარტიას შორის მოუწევს.

“ნაციონალური მოძრაობის” უარი მეორე ტურზე, ყოფილმა თანაგუნდელებმა უკვე შეაფასეს შეცდომად. მმართველ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ ეს მათზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. კვლავ სადავოდ რჩება თიანეთის მერის არჩევნები, აქ მეორე ტურის არა თუმცა, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს “სამართლიანი არჩვენები”. არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს მეოცე უბანზე არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ინიციატივა საერთაშორისო ცენტრი.“ მათი სარჩელი მცხეთის სასამართლომ დღეს განიხილა, სარეზოლუციო ნაწილი ხვალ გამოცხადდება.
 

ამავე კატეგორიაში