საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

25 ოქტომბერი 2017, 00:00 2609 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას გიორგი კვირკაშვილმა მიმართა. პრემიერი განცხადებით, საქართველოს წევრობას გაერო-ში 25 წელი შეუსრულდა ამ პერიოდში ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღები ქვეყნიდან რეგიონულ ლიდერ ქვეყნად გადაიქცა;

პრემიერმა გაერო-ს დღე მიულოცა ორგანიზაციის მუდმივ კოორდინატორს საქართველოში ნილს სკოტს და საქართველოსა და გაერო-ს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს დღევანდელ პირველ პლენარულ სხდომას. საქართველოსა და გაერო-ს თანამშრომლობასა და ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, ნილ სკოტმაც ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში