“ჩარეცხილები“

25 ოქტომბერი 2017, 00:00 2782 ნახვა

,,ჩარეცხილები’’ -  ფოთის სახელმწიფო თეატრის შემდეგ სპექტაკლის  საპრემიერო ჩვენება ბათუმში შედგა.  ერთმოქმედებიან სპექტაკლში თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის სარდაფში ორმა მსახიობმა  - რამაზ იოსელიანმა და გიორგი სურმავამ ითამაშეს.

თეატრალური წარმოდგენა ემიგრანტების ცხოვრებას, მათ ყოველდღიურობასა და ემოციებს გადმოსცემს.  სპექტაკლზე სლავომირ მროჟეკის პიესის „ემიგრანტების“ მიხედვით, პოლონელმა რეჟისორმა დარიუჟ იეჟერსკიმ იმუშავა.  ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა სპექტაკლი  გასტროლის ფარგლებში წარადგინა.

ამავე კატეგორიაში