დეპუტატები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშსაც მოისმენენ

27 ოქტომბერი 2017, 00:00 2952 ნახვა

საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს ხელვაჩაურშიც. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხზე მსჯელობენ. მათ შორის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის სისტემის შეფასების შესახებ.

ასევე განიხილავენ განკარგულების პროექტს რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის მთავრობის საკუთრებაში გადაცემას ეხება. დეპუტატები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშსაც მოისმენენ.

ამავე კატეგორიაში