საპროტესტო აქცია სოფელ ჩანჩხალოში

27 ოქტომბერი 2017, 00:00 4269 ნახვა

საპროტესტო აქცია სოფელ ჩანჩხალოში. მოსახლეობა  გვირაბის მშენებელი კომპანიის მიერ, დამეწყრილ ტერიტორიაზე სოფელთან მისასვლელი გზის გახსნას აპროტესტებს. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელთან დამაკავშირებელი გზა 10 თვეა ჩაკეტილია, რადგანაც გეოლოგიური დასკვნის შესაბამისად ტერიტორია დამეწყრილია და გადაადგილება კი საფრთხის შემცველი. მათი თქმით, გზა არც კომპანიის ტექნიკისთვის  უნდა გახსნილიყო.

აქამდე ადგილობრივები  შემოვლითი გზით სარგებლობდნენ.  ისინი პროტესტთან ერთად გეოლოგიური სამსახურის მიერ სოფლის განმეორებით შესწავლას და ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნით, აქციის მონაწილეები შუახევის გამგებელსაც შეხვდნენ. ტარიელ ებრალიძე ამბობს, რომ გზა გამგეობასთან შეთანხმების გარეშე გაიხსნა და საკითხზე მომავალ კვირაში კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება.  ჰესის მშენებელ კომპანიაში განმარტავენ, რომ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მომდევნო კვირაში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ. 

ამავე კატეგორიაში