სწავლება მეთევზეებისთვის

27 ოქტომბერი 2017, 00:00 2939 ნახვა

სემინარი მეკალმახეებისთვის. სოფელ ახოში მეთევზეებს ქვირითის ინკუბირებასთან დაკავშირებით საველე პირობებში სწავლება ჩაუტარდათ. მეკალმახეებს გააცნეს თუ როგორ უნდა მიიღონ ჯანსაღი ქვირითი, რა დაავადებები შეიძლება ჰქონდეს თევზს და როგორ უმკურნალონ. შეხვედრაზე მეთევზეების მთავარ პრობლემებზე_ თანამედროვე ტექნოლოგიების არარსებობაზეც ისაუბრეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრარული ქვეპროგრამის ფარგლებში, საველე პირობებში, სწავლებას  27 საკალმახეში ჩაატარებს. კონსულტაციები ფერმერებთან დეკემბრამდე გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში