“ევროპული საქართველოს” სარჩელის განხილვა

28 ოქტომბერი 2017, 00:00 3084 ნახვა

ამ წუთებში ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში “ევროპული საქართველოს” სარჩელს განიხილავენ. პარტია #46-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ სასამართლოს გუშინ მიმართეს. 

პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ აღნიშნულ უბანზე საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა და შესწორების ოქმი გააყალბეს. დღევანდელ პროცესზე სავარაუდოდ, მოწმის სახით #46-ე უბნის კომისიის წევრებს გამოკითხავენ. “ევროპული საქართველოს” ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში