რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო “ევროპული საქართველოს” სარჩელთან დაკავშირებით. ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ცნობისთვის პარტიამ ხელვაჩაურის საოლქო კომისიის ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც #46-ე საარჩევნო უბანზე “ევროპული საქართველოს” მიერ დაწერილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე მხარე აღნიშნული უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს. მათი მტკიცებით, უბანზე არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა აღემატებოდა ბიულეტენების რაოდენობას და გაყალბდა შესწორების ოქმი. მოწმის სახით გუშინ საარჩევნო კომისიის ორი წევრი გამოიკითხა. მათი თქმით, შესწორების ოქმზე ხელი არ ჰქონდათ მოწერილი. მოუსმინეს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესაც. პარტიის ინტერესებს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს