პროკურატურის და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს განცხადებები

29 ოქტომბერი 2017, 00:00 2441 ნახვა

თბილისში ნუცუბიძის ფერდობზე დაკავების დროს ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების ფაქტზე, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ შსს-დან ამოღებული ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სამართალდამცველის სამხრე კამერას, მომხდარი ინციდენტი და დაკავების პერიოდი დაფიქსირებული არ აქვს. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილის რუსთავის განყოფილებაში გადასვენების მიზეზებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ, მათი თქმით სატვირთო ლიფტზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ეცნობა შსს-ს შესაბამის სამსახურებს, რათა ამ პერიოდში გარდაცვლილი პირების გადასვენება მომხდარიყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რუსთავის განყოფილებაში. დატვირთვის გაზრდის გამო, თბილისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტების ნაწილი მივლინებულ იქნა რუსთავის სასამართლო-სამედიცინო განყოფილებაში.

ამავე კატეგორიაში