თურქეთის რესპუბლიკის 94 წლისთავი

30 ოქტომბერი 2017, 00:00 2808 ნახვა

ბათუმში თურქეთის საკონსულომ რესპუბლიკის დაარსების 94 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიებას რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას თურქეთის მოსახლეობას რესპუბლიკის დაარსების დღე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ზრდის დინამიკაზე ისაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარემ თურქეთის მთავრობას  მადლობა გადაუხადა სექტემბერში ბორჯომის ხეობასა და ხულოში, შავნაბადას მთაზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გაწეული  დახმარებისთვის და ასევე,  საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისათვის. 

ამავე კატეგორიაში