საკონსტიტუციო ცვლილებები

30 ოქტომბერი 2017, 00:00 2634 ნახვა

საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას უბრუნდება. საკითხი ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება. კომისია ერთი თვის მანძილზე იმუშავებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ორი მოსმენით მიღება 15 დეკემბრამდე მოხდება.
 

საგაზაფხულო სესიაზე კი მესამე მოსმენით მიიღებენ. საუბარია პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხება საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ”ბონუსების” სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს თემები მმართველი პარტიას ვენეციის კომისიასთან აქვს შეთანხმებული, თუმცა 26 სექტემბერს მიღებულ რედაქციაში  მისი ასახვა ვერ მოხდა და ხელთავიდან ინიცირება გახდა საჭირო. განახლებული კონსტიტუცია ძალაში 2018 წელს, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა.

ამავე კატეგორიაში