ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი

31 ოქტომბერი 2017, 00:00 1941 ნახვა

საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი და ესტონეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ერსტი კალიულაიდემ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

პირისპირ შეხვედრაზე, გიორგი მარგველაშვილთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. აღსანიშნავია, რომ ესტონეთი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. 

ამავე კატეგორიაში