საქართველო ბიზნესწარმოების რეიტინგში მეცხრე ადგილზეა

01 ნოემბერი 2017, 00:00 3112 ნახვა

ბიზნესის წარმოების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. სამწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყანა ათეულში დაბრუნდა. როგორც, “დუინგ ბიზნესის” ანგარიშიდან ირკვევა საქართველომ პოზიცია ერთ წელიწადში რამდენიმე კრიტერიუმით გაიუმჯობესა, მათ შორისაა ბიზნესის დაწყება, ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება, მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა, კონტრაქტების აღსრულება და გადახდისუნარიანობის საქმეების გადაწყვეტა.

ამასთან, ოთხ კრიტერიუმში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს სხვა ქვეყნებმა გაუსწრეს. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით,  ბიზნესის წარმოება მსოფლიოში ყველაზე მარტივი ახალ ზელანდიაშია. 2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასეთია: ახალი ზელანდია, სინგაპური, დანია, კორეა, ჰონგ-კონგი, ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, საქართველო და შვედეთი. საქართველო რეფორმების გატარების კუთხით რეიტინგის პირველ ოც ქვეყანას შორის ლიდერია.

ამავე კატეგორიაში