ინიცირებული საკონსიტუციო ცვლილებები

02 ნოემბერი 2017, 00:00 2799 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებები ახალ მიღებულ კონსტიტუციაში.   პროექტი  116 დეპუტატის ხელმოწერით ბიუროს  დღეს წარედგინა.   იგი საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას და   ”ბონუსების” სისტემის გაუქმებას გულისხმობს.  

ცვლილებები ეხება ასევე რელიგიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავებს. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები ფართოვდება და შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები სამი თვით იზრდება.

ამის გარდა, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს. ახალი კონსტიტუციური პროექტის ორი მოსმენით მიღებას, უმრავლესობა 15 დეკემბრამდე გეგმავს. 

ამავე კატეგორიაში