მაღალმთიანეთში თოვა შეწყდა

02 ნოემბერი 2017, 00:00 3162 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში აღარ თოვს. სოფელ ბოძაურში, ნალექმა მეწყრული პროცესი გამოიწვია, რამაც სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტა. დენი ამ ეტაპზე ყველა აბონენტს მიწოდება. უამინდობას სააღმზრდელო და სასწავლო პროცესისთვის პრობლემები არ შეუქმნია.

ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 15 სმ-ია,  დაბაში კი 5 სმ-ია. გოდერძის უღელტეხილზე კი თოვლი 50 სმ-ს აღწევს, აქ გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი.

პირველი თოვლი მოვიდა ქედის მაღალი ზონის სოფლებშიც. თოვლის საფარი 3-დან 7 სანტიმეტრია. ნალექს არც აქ შეუქმნია გადაადგილების პრობლემა. მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.

ამავე კატეგორიაში