გაუფასურებული ლარი

02 ნოემბერი 2017, 00:00 2866 ნახვა

ლარის გაუფასურება გრძელდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ამერიკური დოლარის ღირებულება ხვალისთვის 2 ლარი და 63 თეთრამდე იქნება.

3 ლარს გადააჭარბა 1 ევროს ღირებულებამ, რაც უკვე შეფასდა ისტორიულ ნიშნულად. ეკონომისტები აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას წინაპირობა არ ჰქონია, საუბრობენ რამდენიმე ვერსიაზე და დასტაბილურების მხრივ ეროვნული ბანკის არაეფექტიან მუშაობაზე. ეროვნულ ბანკში კი განმარტავენ, რომ ლარის გაუფასურება დროებითი პროცესია. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში