დღეს 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარი და 63 თეთრია

03 ნოემბერი 2017, 00:00 3454 ნახვა

 დღეს 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2 ლარი და 63 თეთრია. 1 ევროს ღირებულება კი  სავალუტო ჯიხურებში 3 ლარს აჭარბებს. ეკონომისტები ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეროვნულმა ბანკმა  ლარის კურსის დარეგულირება  დროულად უნდა შეძლოს.

 ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინდელი მაღალი მერყეობის შესახებ განმარტება გააკეთა და განაცხადეს, რომ  წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალშიც  გაგრძელდება. მათივე თქმით, ლარის გაუფასურება დროებითია.

ამავე კატეგორიაში