ქობულეთის საკრებულოს მეოთხე მოწვევის ბოლო სხდომა

03 ნოემბერი 2017, 00:00 3265 ნახვა

დღეს ქობულეთის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა გაიმართა. სულხან ოქროპირიძის ანგარიში ზოგადი ხასიათის იყო. საკრებულოს თავმჯდომარეს კონკრეტული საკითხები დღეს არ განუხილავს, წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობა კი დადებითად შეაფასა. სულხან ოქროპირიძის თქმით, დეპუტატებმა, 3 წლისა და 6 თვის მანძილზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, მათ შორის, ინფრასტრუქტურული და ნაპირსამაგრი პროექტები.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილეს. ოპოზიციის უკმაყოფილება წინა სხდომაზე გაცემული იჯარის ნებართვის გაუქმების საკითხმა გამოიწვია. როგორც აღმოჩნდა, საკრებულომ იჯარის ნებართვა მწვანე ზოლში გასცა, რის გამოც გადაწყვეტილება გაუქმდა. ქობულეთის საკრებულომ 3-წელიწადნახევრის განმავლობაში 56 სხდომა ჩაატარა. დეპუტატებმა 999 განკარგულება და 97 დადგენილება მიიღეს. საკრებულო 35 წევრისგან შედგებოდა, მათგან 21 „ქართული ოცნების“, 13 ოპოზიციური პარტიების, ხოლო 1 დამოუკიდებელი წევრი იყო. რაც შეეხება ახალი მოწვევის საკრებულოს, 4 პარტიული წარმომადგენლობითი ორგანო 37 წევრით დაკომპლექტდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში