შს მინისტრის და ვიცე - ადმირალის ბრიფინგი

03 ნოემბერი 2017, 00:00 2214 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება. გიორგი მღებრიშვილის თქმით,  სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. დაგეგმილია ამ მიმართულებით სიახლეები. მინისტრის განმარტებით, მათ შორისაა ერთიანი საზღვაო სურათის შექმნა და თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება.

‘’ეს გახლავთ ნატოს საზღვაო შენაერთის მესამე ვიზიტი საქართველოში, რაც ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო მაგალითია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები. ასეთი სახის ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ პარტნიორებთან  წვრთნები საქართველოს ალიანსთან თავსებადობის ამაღლებას ხელს უწყობს. ჩვენ ასევე განვიხილავთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს და ნატოს საზღვაო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის საკითხს’’ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ამავე კატეგორიაში