მოხსნილი ყადაღა

03 ნოემბერი 2017, 00:00 5360 ნახვა

“გოდერძი რიზორტსთან” ერთად, სავარაუდოდ დეკემბერში მაღალმთიან აჭარაში კიდევ ერთი ზამთრის კურორტი “გომარდული” ამოქმედდება. 2010 წელს ეს კურორტი ზარზეიმით გაიხსნა, თუმცა დღემდე უფუნქციო იყო. აქციონერებსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების შემდეგ, კურორტზე ვიზიტორების მისაღებად ემზადებიან.

აქციონერებს, ფაქტობრივად სამოყვარულო ნახევარკილომეტრიანი სათხილამურო ტრასის მიუხედავად, იმედი აქვთ, რომ კურორტი წელსაც ისეთივე დატვირთული იქნება, როგორც პირველად და მხოლოდ ერთხელ 2010-11 წლების სეზონზე იყო. წლების განმავლობაში მიტოვებულ ობიექტზე ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. იქ ახლა მხოლოდ 5 კოტეჯი და ადგილობრივების საოჯახო სასტუმროებია, იგეგმება განთავსების დამატებითი ობიექტების გახსნაც.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში