საქართველო გაეროს რეფორმირების ჯგუფის თანა - თავმჯდომარედ წარადგინეს

04 ნოემბერი 2017, 00:00 2036 ნახვა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმის მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებად გაერო - ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე და არაბთა გაერთიანებული საემიროების მუდმივი წარმომადგენელი ლანა ზაკი ნუსეიბი წარადგინეს.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია გაერო-ს გენერალური ასამბლეის მდივნის მიროსლავ ლაიჩაკის წერილში. მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების მთავარი ელემენტებია - წევრობის კატეგორიები, რეგიონალური გადანაწილება, გაფართოებული უშიშროების საბჭოს წევრების რაოდენობა, მუშაობის მეთოდიკა, ვეტოს საკითხი, ასევე თანამშრომლობა საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას შორის. თანათავმჯდომარის როლია საკითხზე მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების წარმართვა და წევრ სახელმწიფოთა პოზიციების შეჯერება.

ამავე კატეგორიაში