გეოლოგიური დასკვნა

04 ნოემბერი 2017, 00:00 2605 ნახვა

სოფელ კობალთაში გეოლოგებმა საბოლოო დასკვნები დადეს. სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით წუმპოს მთიდან შესაძლოა მიწის მასა კვლავ ჩამოვიდეს, რის გამოც გზაზე ნებისმიერი სახის სამუშაოები დაუშვებელია, ნებადართულია მხოლოდ საცალფეხო ხიდის მოწყობა.

შუახევის გამგეობაში განმარტავენ, რომ გეოლოგებმა კობალთაში მცხოვრებლების  მდგომარეობაც შეისწავლეს, საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა გარესამყაროსგან მოწყვეტის შიშით ამ ოჯახების განსახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება გრძელდება, სახელმწიფო დაზარალებულ ათ ოჯახს 15-15 ათას ლარს გადასცემს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში