დაზიანებული შიდა სასოფლო გზა

04 ნოემბერი 2017, 00:00 2680 ნახვა

მეძიბნა - აგოთას დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი ვერ აღდგება. მიზეზი მცოცავი მიწაა. გეოლოგებმა შესაბამისი დასკვნა უკვე დადეს. მოსახლეობა ამ დრომდე შემოვლითი გზით სარგებლობს. ზარალმა მუნიციპალიტეტში 350 ათასი ლარი შეადგინა.

გამგეობამ სულ შესწავლილი 38 ოჯახის დასკვნა  მიიღო. ამ ეტაპზე სამი ოჯახი ქირითაა გაყვანილი. სოფელ ოქტომბერში მცხოვრები ოჯახი, რომელსაც საცხოვრებელი დაენგრა სამინისტროს 25 ათას ლარიან პროგრამაში ჩაერთვება. ხოლო,  სოფელ კოლოტაურში და დანდალოში მცხოვრებ ორ ოჯახს საცხოვრებლის შეცვლა ესაჭიროება. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში