ნაგვის ურნების პრობლემა

05 ნოემბერი 2017, 00:00 2984 ნახვა

იაკობაძეების მოსახლეობა სოფელში ნაგვის ურნების განთავსებას ითხოვს. ადგილობრივების ინფორმაციით, იაკობაძეებსა და ღურტაში 170-მდე კომლი ცხოვრობს და ათამდე დასახლება, თუმცა არც ერთ უბანში სანაგვე ურნა არ არის განთავსებული, რის გამოც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს მოსახლეობის უმრავლესობა მდინარეში ყრის.  ხულოს გამგეობაში განმარტავენ, რომ იაკობაძეებსა და ღურტაში ნაგვის ურნები რამდენიმე დღეში განთავსდება.

ამ ეტაპზე სანაგვე ურნები ხულოს 82 სოფელშია განთავსებული. თვითმმართველობამ სოფლებიდან ნარჩენების გატანის მიზნით ორი ახალი ავტომობილი და სანაგვე ურნები შეიძინა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 ათას ლარამდე დაიხარჯა. იმის გამო რომ ხულოში ნაგავსაყრელი არ არის, ნარჩენები ხულოდან ბათუმში კვირაში ორჯერ ჩამოაქვთ. აჭარის მაღალმთიანეთში გარემოს დაბინძურებისთვის შესაბამისი კანონიც მოქმედებს, თუმცა სავალალო ვითარების მიუხედავად არავინ დაჯარიმებულა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში