ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XII საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

05 ნოემბერი 2017, 00:00 2574 ნახვა

ფოლკლორისა და სასულიერო მუსიკის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი ანჩისხატის მგალობელ -მომღერალთა გუნდის კონცერტით დასრულდა. ანსამბლი მსმენელის წინაშე ქართული ტრადიციული სიმღერებითა და საგალობლებით წარსდგა.

ფესტივალი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკონცერტო პროგრამაში საქართველოს, ლიტვის, უკრაინისა და პოლონეთის ფოლკლორული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში