იპოთეკით დაზარალებულების აქცია პროკურატურასთან

22 ივნისი 2016, 00:00 3483 ნახვა

აჭარის მთავარ პროკურატურასთან იპოთეკით დაზარალებულთა აქცია გაიმართა. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი საქმეების გამოძიება შეჩერებულია. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ იპოთეკით დაზარალებულ ნუგზარ ომერაძეს, რომელიც აჭარის პროკურატურამ 2013 წელს დაზარალებულად ცნო, მან სესხი სრულად დაფარა, თუმცა ის 14 ივნისს კუთნილი ბინიდან გამოასახლეს. აქციის მონაწილეებმა მთავარ პოკურორს წერილობით მიმართეს. 

ამავე კატეგორიაში