2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 36 მილიონი ლარით გაიზრდება

06 ნოემბერი 2017, 00:00 2964 ნახვა

2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 36 მილიონი ლარით გაიზრდება. ფინანსური ცვლილება შემოსულობების ხარჯზე იგეგმება. დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მიმდინარე წლის სამი კვარტლის შესრულების გეგმის შესახებაც ისაუბრებენ. გიორგი რომანაძის განცხადებით, ხარჯვითი ნაწილი 90.5%-ით შესრულდა.

რაც შეეხება მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურული სამუშაოები სახელდება.  სამინისტროებიდან ყველაზე მეტ თანხას, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიიღებს.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დღესვე განსახილველად კომისიებშიც ჩაეშვება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში