უწყებათაშორისი კომისიის სხდომა

06 ნოემბერი 2017, 00:00 2886 ნახვა

 რა დარღვევები დაფიქსირდა თვითმმართველობის არჩევნებზე - დღეს ამ საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. შეხვედრას ოპოზიცია პროტესტის ნიშნად არც ამჯერად დაესწრო. კონკრეტული საკითხები არასამთავრობო სექტორმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დააყენეს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენლის განცხადებით, ამ დრომდე არ არის გამოძიება დაწყებული თიანეთის მე-20 საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებსა და „რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელებულ ვიდეო მასალაზე, რომელიც არჩევნების გაყალბების მცდელობას ასახავს. დღევანდელ სხდომაზე უწყებათაშორისი კომისიის წევრებს არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეებზე ანგარიში პროკურატურამ წარუდგინა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, გაირკვა, რომ უწყებამ ძიება 47 ფაქტზე დაიწყო, თუმცა 9 საქმეზე გამოძიება შეწყდა. 

ამავე კატეგორიაში