საპენსიო რეფორმა

07 ნოემბერი 2017, 00:00 3501 ნახვა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,  და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ერთად განიხილავენ.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი განსაზღვრული შენატანების საპენსიო სქემის შექმნას გულისხმობს. სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხებათ. საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში.

სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის, ნებაყოფლობითი კი  ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ასაკის მიუხედავად ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან. დაგროვებითი პენსია არ გულისხმობს არსებული საპენსიო ბაზის გაუქმებას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე წლის ბოლომდე წარედგინება და 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ამავე კატეგორიაში