''კონფლიქტი საქართველოში'' - ანგარიში

09 ნოემბერი 2017, 00:00 3152 ნახვა

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფასა და კონფლიქტის მოგვარებას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში თანათავმჯდომარეობის და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით” -ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს - „კონფლიქტი საქართველოში“ ეხება.

ევროკავშირი გმობს ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს. კვლავ გამოხატავს შეშფოთებას, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გრძელდება რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა, იზრდება სამხედრო წვრთნების რაოდენობა და ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმება.

ამავე კატეგორიაში