გზის რეაბილიტაცია

11 ნოემბერი 2017, 00:00 2707 ნახვა

31 დეკემბრის ქუჩაზე, თანამგზავრისა და ზედა ფერიის მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დაახლოებით კილომეტრნახევარი გზის მონაკვეთზე ასფალტ - ბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო ცხაურები და საყრდენი კედელი.

ამ ეტაპზე, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები გზებზე მონიშვნებს ახორციელებენ. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 387 ათასი ლარი გამოიყო. უწყების ინფორმაციით, ხელვაჩაურში საგზაო ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებლად სამუშაოები კიდევ რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. 

ამავე კატეგორიაში