თვეები უხელფასოდ

11 ნოემბერი 2017, 00:00 2208 ნახვა

გუნდ “ხიხანის” ფეხბურთელები რამდენიმე თვეა კუთვნილი ანაზღაურების გარეშე არიან. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში განმარტავენ რომ გუნდს გამგეობა არ აფინანსებს და ხელფასი ფეხბურთის განვითარების ფონდმა უნდა დაურიცხოს. ხელფასის გარეშე დარჩენილი ფეხბურთელების თამაში მწვრთნელის ინფორმაციით მატჩებზე აისახება.

გუშინ “ხიხანი” წყალტუბოს “სამგურალთან” დამარცხდა. გუნდს მომდევნო თამაში ზუგდიდის “ოდიშთან” აქვს. ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორის ზაზა დოლიძის თქმით, გუნდს მათზე გაცემული ხარჯების ანგარიში აქვს წარსადგენი და ანაზღაურებას შემდეგ მიიღებენ. “ხიხანმა” პირველ და მეორე წრეში სულ 25 თამაში ითამაშა და 38 ქულით სატურნირე ცხრილში მეექვსე ადგილზეა. მეორე წრეში კი სულ სამი თამაში დარჩა, რომელიც 22 ნოემბერს დასრულდება. 

ამავე კატეგორიაში