არჩევნების მეორე ტური

12 ნოემბერი 2017, 00:00 2387 ნახვა

უკვე 4 საათია საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში: ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში მერების არჩევნების მეორე ტურში სულ 328 ათას 272 ამომრჩეველია რეგისტრიერებული.

21 ოქტომბერს ამ ოლქებში რეგისტრირებულმა კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. “ცესკოს” ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით 317-ვე უბანი დილით 8 საათზე გაიხსნა. ქუთაისისა და მარტვილის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს ნაციონალური მოძრაობა. მიუხედავად ამისა კანონმდებლობის მიხედვით მათი სახელები და გვარები საარჩევნო ბიულეტენში მითითებულია.

არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 2 ათას 143 წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 ათას 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელი, ასევე არჩევნებს აკვირდება მედია ორგანიზაციების 4 688 წარმომადგენელი. 

ამავე კატეგორიაში