თვითმმართველობის  არჩევნების  მეორე  ტური

12 ნოემბერი 2017, 00:00 2302 ნახვა

ბორჯომის მერობისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ლიპარტია და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე იბრძვიან. ხაშურში მეორე ტურში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე. აქ 52 საარჩევნო უბანია გახსნილი. ყაზბეგის მერობისთვის კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძვიან.

ყაზბეგის საარჩევნო ოლქში სულ 5 313 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მარტვილში - მეორე ტურში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია. მარტვილში 39 უბანია გახსნილი და 31 ათას 531 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ. ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია გახსნილი. საერთო ჯამში რეგისტრირებულია 152 561 ამომრჩეველი. აქ პირველ ტურში მონაწილეობა მხოლოდ 35%-მა მიიღო.

ამავე კატეგორიაში