არჩევნები 2017

12 ნოემბერი 2017, 00:00 2568 ნახვა

თვალი გადავავლოთ არჩევნების პირველი ტურის შედეგებს. 21 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს. პროპორციულ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით 55.81 % ქართულმა ოცნებამ მიიღო. მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გავიდა 17.08 პროცენტით. ევროპული საქართველო - 10.4 პროცენტი, პატრიოტთა ალიანსი - 6.56 პროცენტი, ლეიბორისტული პარტია - 3.27 პროცენტი, მოძრაობა თავისუფალი საქართველო - 2.58 პროცენტი. 58 თვითმმართველობაში 50 პროცენტიანი ბარიერი ქართული ოცნების მერობის კანდიდატებმა გადალახეს.

უმრავლესობა ეყოლება „ქართულ ოცნებას“ ბათუმის საკრებულოში, 25-დან 19-ი მმართველი გუნდის სახელით შევიდა თვითმმართველობაში, დანარჩენი 6 მანდატი კი 3 პოლიტიკურ პარტიაზე გადანაწილდა. მაჟორიტარულ არჩევნებში ბათუმის 10 ოლქში სრული გამარჯვება ხვდა წილად მმართველ გუნდს. მხოლოდ 6 ოპოზიციონერია ქედის ახალი მოწვევის საკრებულოში.

გამარჯვება მერის არჩევნებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, რამდენიმე გამონაკლისით, მაგალითად ქობულეთის 22 მაჟორიტარული ოლქიდან, მხოლოდ 2-ში გაიმარჯვა ოპოზიციამ. ოპოზიციაა გამარჯვებული ასევე 2 ოლქში ხელვაჩაურშიც. ქართულ ოცნებას“ ყველა საკრებულოში დიდი უმრავლესობა ეყოლება. "ცესკო"-ს მონაცემებით, 21 ოქტომბერს არჩევნების პირველ ტურში რეგისტრირებული ამომრჩევლის 45%-ზე მეტი მივიდა.

ამავე კატეგორიაში