ლაშა კომახიძე მოვალეობის შესრულებას ხვალიდან დაიწყებს

12 ნოემბერი 2017, 00:00 2357 ნახვა

“მთავარის” კითხვაზე გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებებს ბათუმის ახლად არჩეული მერი, ლაშა კომახიძე პასუხობს, რომ უპირატესობას კადრების კვალიფიციურობას მიანიჭებს. მისი თქმით წინამორბედის დაწყებულ პროექტების ბოლომდე მიყვანას და სხვა პროგრამის განხორციელებას გეგმავს. ლაშა კომახიძისთვის მერის რანგში ხვალ პირველი სამუშაო დღეა.

 უკვე გაიმართა გიორგი ერმაკოვთან გამომშვიდობების ცერემონია. ახლადარჩეულ მერთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს მთავრობის თავმჯდომარეს.ზურაბ პატარაძემ უკვე ყოფილ მერს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი ერმაკოვმა კი შესრულებულ და შეუსრულებელ პროექტებზე ისაუბრა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში