ბათუმის ახალი მერი საკადრო ცვლილებებს გეგმავს

13 ნოემბერი 2017, 00:00 6783 ნახვა

''ვიზრუნებ, როგორც ცენტრალურ, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე" - განცხადება ლაშა კომახიძემ უკვე ბათუმის მერის რანგში გააკეთა.

მისი თქმით, მისი მთავარი გამოწვევა მიწისქვეშა კომუნიკაციები და საცობების საკითხია.

რაც სეეხება საკადრო ცვლილებებს, ახალი მერი ამბობს, რომ "მოადგილეები აუცილებლად შეიცველბიან, მაგრამ არ აკონკრეტებს ახალი კადრების ვინაობას.

ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტს დღეიდან ახალი მერი ჰყავს. აჭარაში ახალი მერები უკვე შეუდგნენ მუშაობას. პირველი სამუშაო დღე ბათუმის ახალარჩეულმა მერმა ლაშა კომახიძემ 9 საათზე დაიწყო. მას ქალაქის ყოფილი მმართველი მერიის შენობასთან შეხვდა და კაბინეტში მიაცილა. რა გეგმები აქვს ლაშა კომახიძეს და რა დახვდა მას გიორგი ერმაკოვისგან

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში