კვირიკაშვილი: ''ეს არაა რომელიმეს სფეროს შესუსტება''

13 ნოემბერი 2017, 00:00 2863 ნახვა

გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადანაწილდება. სტრუქტურული ცვლილების შესახებ დღეს პრემიერმა ისაუბრა. მისი განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებები ხელს შეუწყობს სახელმწიფო სტრუქტურების მოქნილ მუშაობას და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას. 

გარემოს დაცვის სამინისტროს დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს ცვლილება არც ერთ უწყების მუშაობის შესუსტებას არ გულისხმობს. "გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება - გაერთიანებულ უწყებას ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს . ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ორივე დარგის გაერთიანება აპრობირებულია ბევრ ევროპულ ქვეყანაში - ესპანეთში, ავსტრიაში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, ბულგარეთში და ა.შ.  ეს არის ამ სტრუქტურების გაძლიერება და არამც და არამც რომელიმეს შესუსტება" - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შევა.

ამავე კატეგორიაში